მე-4 კლასი.
მათემატიკის გაკვეთილი
მასწავლებელი თამარ ასანიშვილი
ჩემი გაკვეთილის
მიზანს წარმოადგენდა შეკრებისა
და გამოკლების თვისებების დემოსტრირება
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას. მოსწავლეებს უნდა გაეანალიზებინათ ამოცანის
პირობა,შეედგინათ გამოსახულება და გამოეანგარიშებინათ იგი სხვადასხვა ხერხით. ამ მიზნის მიღწევის
შემთხვევაში ისინი გავიდოდნენ ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ
შედეგზე მათ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ
რიცხვებზე სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა
შედეგის შეფასება.
ჩემი აზრით, გაკვეთილის გეგმით
გათვალისწინებული აქტივობები ემსახურებოდნენ საბოლოო
მიზნის მიღწევას.ურთიერთობა მოსწავლეებსა
და ჩემს შორის კეთილგანწყობილი იყო, ვცდილობდი ხშირად
წამეხალისებინა ისინი, სასწავლო
პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობდა, მოსწავლეები
მთელი გაკვეთილის მანძილზე აქტიურად
იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო
პროცეშში. მათ მოცემულ დავალებას
თავი კარგად გაართვეს,
გამოამჟღავნეს როგორც ინდივიდუალური
ისე ჯგუფური მუშაობის
უნარი. მიზნობრივად გამოიყენეს სასწავლო
რესურსები. ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეების მონაწილეობა
ერთმანეთის შეფასებაში .გაკვეთილი ხალისიანად და დინამიურად მიმდინარეობდა,გაკვეთილის მსვლელობის
დროს ვიყენებდი განმავითერებელ
შეფასებებს.
კლასში სიით ირიცხება 9 მოსწავლე,
ავადმყოფობის გამო 2 მოსწავლე არ ესწრებოდა გაკვეთილს, ამან გამოიწვის ჯგუფების
არათანაბარ სიტუაციში ყოფნა. ინსტრუქციის მიხედვით, მოსწავლეებს, ჯერ ინდივიდუალურად უნდა ამოეხსნათ ამოცანა,ჩაეწერათ საშინაო დავალების
რვეულში, შემდეგ ჯგუფში
განეხილად ამოცანის ამოხსნის
სისწორე და გადაეტანათ ფორმატზე, ვერ
გავითვალისწინე, რომ ამ ასაკის
მოსწავლეებს, ამდენი დავალების შესრულებისთვის 15 წუთი არ ეყოფოდათ.
დრო ვერ
განვსაზღვრე სწორად, რამაც გამოიწვია
პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დროის შემცირება.
გაკვეთილის შეჯამება და შეფასება ვერ მოვასწარი.
გაკვეთილი გეგმის
მიხედვით წარიმართა,თუმცა გამოიკვეთა
რამდენიმე საკითხი რომელიც
შემდგომი გაკვეთილის ჩატარებისათვის აუცილებლად
უნდა გავითვალისწინო,კერძოდ: მეტი ვამუშაო
მოსწავლეები ამოცანის შინაარსის
გააზრებაზე და უშეცდომოდ
გადმოცემაზე. მეტი ყურადღება მივაქციო
ცნებებისა და წესების
მკაფიო/ზუსტ განმარტებას. დრო ეფექტიანად
გამოვიყენო.
Комментариев нет:
Отправить комментарий