დამატებითი საგანი ხაზვა

         მოსწავლეთა   საოლიმპიადო  ჯგუფთან  მუშაობის  პროგრამა
                                                        ხ ა ზ ვ ა შ ი
ჯგუფის   ხელმძღვანელი  თამარ ასანიშვილი.
ჯგუფის  მუშაობისთვის  გამოყოფილი საათების რაოდენობა - 22
სწავლების მიზანი: 1.   მოსწავლეთა  გრაფიკული ცოდნის  დონის  ამაღლება,  რომელიც  უზრუნველყოფს ნახაზების შექმნისა დაწაკითხვის რაციონალური ხერხების დაუფლების  ისეთ  დონეს, რომელიც შეუქმნის მათ საკმაოდ მყარ საფუძველს და განუმტკიცებს უნარ-ჩვევებს  თანამედროვე გრაფიკული ინფორმაციული საშუალებების ფართო 
სფეროში  თავისუფლად  ორიენტირებისთვის;
2.   გააზრებულად ეზიარონ გრაფიკულ კულტურას, დაეუფლონ სპეციფიკურ გრაფიკულ ენას (ხაზვას), როგორც გეომეტრიული მოდელირების საშუალებას, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობის, საკუთარი გადაწყვეტების დაფიქსირების, რეალური  ობიექტების დოკუმენტირების ინსტრუმენტს
3.  ხაზვის ელემენტების და ხერხების გამოყენების შემეცნებითი მნიშვნელობა ზუსტ  და საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლაში.
4.  ხაზვის შესწავლა მოსწავლეთა შემდგომი პროფესიული ორიენტაციის საფუძველი.  (მომავალი დიზაინერები, არქიტექტორები, , კონსტრუქტორები, მოდელიორები,  სამრეწველო და სამხედრო ტექნიკურ/ტექნოლოგიური სპეციალობების დაუფლების მსურველები)

პროგრამის  შინაარსი:
1. სახაზავი იარაღები და მასალები;
2. გეომეტრიულიაგებები, შეუღლებები;
3. ბრტყელი ფიგურები, მათი თვისებები;
4. გეომეტრიული აგებები სიბრტყეზე;
5. ორთოგონალური გეგმილები, ჭრილი, კვეთა;
6. ბრტყელი ფიგურის აქსონომეტრიული ნახაზი;
7. ნახაზის გაფორმების სტანდარტის ცნება. ფორმატი, ხაზის ტიპები, ზომები, მასშტაბი

მისაღწევი შედეგები;.1. მოსწავლეს შეუძლია სახაზავი იარაღებისა და მასალების დანიშნულების განსაზღვრა. არჩ.I.ხაზვაX/XI/XII
2. მოსწავლეს შეუძლია შეასრულოს გეომეტრიული აგებები სიბრტყეზე   არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.
3. მოსწავლეს შეუძლია ორთოგონალური გეგმილების, ჭრილების და კვეთების  აგება არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.
4.. ნახაზის შესრულებისას მოსწავლეს შეუძლია ნახაზის გაფორმების სტანდარტის დაცვა.არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.
5. მოსწავლეს შეუძლია ნახაზის წაკითხვა და ანალიზი
6.მოსწავლეს შეუძლია ნახაზის მომზადება წარსადგენადარჩ.I.ხაზვაX/XI/XII.


ჩასატარებელი  სამუშაოს  გრაფიკი:


N
რიცხვი
                 გაკვეთილის  თემა
1
24.09 2016
ხელსაწყო-  იარაღები და რეკომენდსციები  მათ  გამოსაყენებლად
2
01.10.2016
პარალელური  და  მართობული წრფეების  აგება  სახაზავისა  და სამკუთხედის  გამოყენებით
3
08. 10 .2016
ხაზთა  ტიპები
4
15.10.2016
ზომების  დაწერის  წესები
5
22.10 2016
მასშტაბი
6
29.10 2016
უმარტივესი  გეომეტრიული  აგებანი  სიბრტყეზე

7
12.11 2016
წრეწირის  დაყოფა  ტოლ  ნაწილებად
8
26.11.2016
ბრტყელი  ფიგურის  ნახაზი
9
03. 12 .2016
ბრტყელი  ფიგურის  ნახაზი
10
10.12. 2016
ბრტყელი  ფიგურის  ნახაზი
11
28.01.2017
მართკუთხა  პარალელეპიპედი
12
4.02 2017
პრიზმა
13
11.02 .2017
პირამიდა
14
17.02. 2017
ორი  პარალელეპიპედის  მარტივი  კომბინაციით  შედგენილი  ნახაზი
15
24.02.2017
ორი  პარალელეპიპედის  მარტივი კომბინაციით შედგენილი  ნახაზი
16
11.03. 2017
წახნაგოვანი ზედაპირების კომბინაციით შედგენილი  ნახაზი
17
18.03. 2017
წახნაგოვანი ზედაპირებით  შედგენილი  ნახაზი
18.
25.03.2017
წერტილი  და  სიბრტყე  აქსომომეტრიაში
19.
13. 05. 2017
ფიგურის თვალსაჩინო  გამოსახულებების მიხედვით ხედებისა  და აქსონომეტრიის აგება.
20.
20.05 2017
ფიგურის თვალსაჩინო  გამოსახულებების მიხედვით ხედებისა  და აქსონომეტრიის აგება.
21.
28.05.2017
საკოორდინატო  სიბრტყეების პარალელური  წრეწირის გეგმილები აქსონომეტრიაში.
22.
03. 06.2017
ფიგურის  გეგმილები  ცილინდრული  ხვრელებით
თვითრეფლექსია
X   კლასი
საკონკურსო    ჯგუფი      ხაზვაში
მასწავლებელი: თამარ  ასანიშვილი
ჯგუფის  მუშაობამ  დასახულ  მიზანს  მიაღწია,    წლის  ბოლოს  ჯგუფის  წევრებმა  მონაწილეობა  მიიღეს მოსწავლე -ახალგაზრდობისეროვნულ სასახლეში გამართულ ნორჩ მხაზველთა და არქიტექტორთა 54-ერესპუბლიკურიკონკურსში,წარმატებით  გადალახეს  პირველი  ტური  და  4 ივნისს  წარადგინეს  თავიანთი  ნამუშევრები   გამოფენაზე, რის  შედეგადაც   დაჯილდოვდნენ   ეროვნული  სასახლის  პირველი და  მეორე ხარისხის  დიპლომებით  ორი-ორი,   ხოლო  მესამე  ხარისხის  დიპლომით ერთი  მოსწავლე.
კვირაში ერთსაათიანი  სწავლებისა და კომპიუტერული  გრაფიკული  პროგრამების  არქონის   გამო ვერ  მოხერხდა  „ხაზვის“სწავლება კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით, აქედან  გამომდინარე  ნახაზების  შესრულება  ხდებოდა  მხოლოდ  ხელით.
ყველაზე  წარმატებული  მუშაობა იყო შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების  მიმართულებით.მოსწავლეებს  ძალიან მოსწონდათ სწავლება  კეთებით და  დასრულებული  ნამუშევარი  დიდ  ესთეტიკურ  სიამოვნებას  ანიჭებდათ.

ჯგუფში  მუშაობისას მოსწავლეებმა აიმაღლეს  გრაფიკული ცოდნის  დონე,  მიეჩვივნენ  სიზუსტეს,  სისუფთავეს, უფრო  განუვითარდათ წარმოსახვისა  და  ფანტაზიის  უნარი.
  მუშაობის  პროცესში მოვახდინე  სამუშაო  განრიგის  მოდიფიცირება,  კერძოდ, დროის  სიმცირის  გამო,  ამოვიღე  გეგმიდან  გეომეტრიული  შეუღლებების  სწავლება,  ვარჩიე  ისევ უფრო  დიდი  დრო  დამეთმო  გეგმილური  ხაზვისთვის.
იმის  გათვალისწინებით, რომ  მოსწავლეთა  მოტივაცია  ძალიან  მაღალია  ამ  საგნის  მიმართ, მომავალში დიდი  სურვილი  მაქვს  ხაზვის  სწავლებაში  გამოვიყენოხელით ხაზვასთან ერთად  3D ვექტორული კომპიუტერულიგრაფიკა, რომელიც   მოიცავს გეგმილურ ხაზვას, ბრტყელი და სივრცული ობიექტების თვალსაჩინო გამოსახულებების აგებას, ნახაზის მაკეტის ფორმირებას.

ჩვენი  სკოლის  მოსწავლეების მიერ  გაკეთებული  მაკეტი

მოსწავლეების  დაჯილდოვება







Комментариев нет:

Отправить комментарий