პროექტი, როგორც მეთოდი,განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური.
პროექტით სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების,ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.
პროექტგაკვეთილების საშუალებით ვითარდება კვლევითი, თანამშრომლობითი,შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარები.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება,რომელიც განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან.
პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარესე დაწესებულებების ჩართვას სასწავლო პროცესში.
პროექტზე მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიურ შემმეცნებლის როლში.
lX კლასი
პროექტით სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების,ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.
პროექტგაკვეთილების საშუალებით ვითარდება კვლევითი, თანამშრომლობითი,შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარები.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება,რომელიც განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან.
პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარესე დაწესებულებების ჩართვას სასწავლო პროცესში.
პროექტზე მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიურ შემმეცნებლის როლში.
lX კლასი
მათემატიკის სასწავლო
პროექტი 2016-17 სასწ. წ.
1.
|
პროექტის მთავარი
იდეა(თემა):
|
სიდიდეებს შორის წრფივი
დამოკიდებულება(წრფივი ფუნქცია)
|
2.
|
პროექტის
აქტუალურობა
|
მოსწავლეები შეძლებენ
გააცნობიერონ მათემატიკის, კერძოდ წრფივი ფუნქციის,
როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
|
3.
|
პროექტის მიზანი:
|
რეალურ ვითარებაში სიდიდეებს
შორის წრფივი დამოკიდებულების მოძიება და მათი
ჩაწერა ფორმულის სახით.რაიმე პრობლემის დასმა და მისი გადაწყვეტა წრფივი ფუნქციის
თვისებების გამოყენებით.
|
4.
|
ვადები და ხანგრძლივობა:
|
12 დღე
|
5.
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
|
მანძილის დროზე დამოკიდებულების ფუნქცია,ამოცანების ამოხსნა
წრფივი ფუნქციის გამოყენებით,დამოკიდებულება ცხოველების
გამრავლებასა და გამრავლების პერიოდს შორის და
ა.შ.
|
6.
|
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
|
საწერ-კალამი,
რვეული, ფორმატი,ფლომასტერები, სახაზავი, კომპიუტერი.
|
7.
|
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
|
ა)
მოიძიონ ფიზიკიდან ისეთი
სიდიდეები, რომელთა შორის დამოკიდებულება წრფივი ფუნქციით
მოიცემა. წარმოადგინონ ფორმულით ეს
დამოკიდებულება და იმსჯელონ ფუნქციის
თვისებებზე.
ბ)მოიძიონ ინტერნეტში
ინფორმაცია რამდენიმე ცხოველის გამრავლების შესახებ და
წარმოადგინონ წრფივი ფუნქციის
საშუალებით.
გ)
გაეცნონ ბანკში ვადიან
ანაბარზე შეტანილ თანხაზე მარტივი
პროცენტის დარიცხვის წესს,
გამოიკვლიონ, თუ როგორ
ხდება უახლოეს ბანკში ანაბრის თანხაზე მარტივი პროცენტის დარიცხვა, შეადგინონ შესაბამისი ფორმულა.
დ)
პრაქტიკულ ცხოვრებაში თავად მოიფიქრონ
ისეთი სიდიდეები, რომელთა შორის წრფივი დამოკიდებულებაა და წარმოადგინონ დიაგრამის სახით.
|
8.
|
პროექტის მონიტორინგი
და შეფასება
|
ონლაინ რეჟიმში
თვალყურის დევნება მოსწავლეთა მუშაობაზე და დამატებითი მითითებების მიცემა.
|
9.
|
საგნებთან/
საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
კავშირი:ფიზიკა,
ქიმია, ბიოლოგია.
ეროვნული
სასწავლო გეგმა: მათემატიკა.lX.6
|
lX კლასი
მათემატიკის სასწავლო
პროექტი
თემა:
სიდიდეებს შორის წრფივი
დამოკიდებულება 2016-17 სასწ. წ.
მასწავლებელი თ. ასანიშვილი
პროექტი ჩატარდა
წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით.
მოსწავლეებმა მოცემულ ვადაში
შეძლეს მასალის მოძიება,
გაათვითცნობიერეს მათემატიკის, კერძოდ წრფივი
ფუნქციის, როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დასახეს პრობლემა და გადაწყვიტეს იგი ფუნქციის გამოყენებით. ყველა მათგანის
ნამუშევარმა დიდი ინტერესი გამოიწვია.
გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო მოსწავლეთა დამოუკიდებელი
სამუშაოს შესრულებისა და თვითშეფასების
უნარის გამოვლენა. ფორმატზე საინტერესოდ გაფორმებული ნახაზების, ახალი ტექნოლოგიების
გამოყენებით მოძიებული უამრავი
მასალის დემონსტრირება
გაკვეთილის
მსვლელობის სუსტი მხარე იყო პრეზენტაციის დაბალი
დონე, თეორიული ცოდნის
სიმწირე(ზოგიერთ მოსწავლესთან).მიუხედავად ამისა პროექტის პრეზენტაცია
შედგა. დასახულ მიზანს მივაღწიე, ყველა
მათგანი ჩართული იყო პროექტის მომზადებასა და პრეზენტაციაში.
იცნობდნენ შეფასების კრიტერიუმებს, დროის ფაქტორი აქტიურად იყო გამოყენებული.
უფრო
მეტი მუშაობაა საჭირო დაბალი
სააზროვნო უნარებიდან მაღალ სააზროვნო უნარებზე
გადასასვლელად, მუშაობის გაძლიერება
ზეპირი მეტყველებისა და ტერმინების სწორად გამოყენების
მიმართულებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий